პროპორციული არჩევნების ძეობისთვის გავიღიმოთ - დავით უსუფაშვილი

საქართველო, თბილისი - 17:15 | 01.07.2019
ნანახია: 1052

პროპორციული არჩევნების ძეობისთვის გავიღიმოთ. მერე გაგვახსენდება ბევრი სხვა პრობლემა და ისევ დაღვრემილები გავალთ აქედან, - ამის შესახებ  განაცხადა„შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა "პროპორციული არჩევნები 2020"-ის პრეზენტაციაზე, რომელიც ქართულმა ოცნებამ გამართა. 

„პროპორციული არჩევნების, დიახ, ძეობისთვის გავიღიმოთ. მერე გაგვახსენდება ბევრი სხვა პრობლემა და ისევ დაღვრემილები გავალთ აქედან, მაგრამ ამ ნაწილში გაღიმება შესაძლებელია. მე არ ვიცი, როდის გადადგება შს მინისტრი, არადა, მგონია, რომ უნდა გადადგეს. მე არ ვიცი, როგორ წავა სასამართლოებში საქმე დაკომპლექტების და უამრავი სხვა, ახლა არ გავაგრძელებ. 

მაგრამ მე მინდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ რა პრობლემაც არ უნდა გაჩნდეს, რა პრობლემაც ვერ უნდა მოგვარდეს დროულად, ამ პროცესს ხელი არ შეუშალოს ამ ყველაფერმა. 

ის გაუნაწილებელი თითო მანდატი ერგოს არა ყველაზე უფრო ძლიერ პარტიებს, არამედ იმათ, ვისაც ვისაც მეტი ნაშთი დარჩა მანდატების მიღების შემდეგ“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე