ჰონკონგის პარლამენტში მომიტინგეების შეჭრის მცდელობების გამო განგაშის წითელი დონე გამოცხადდა - შენობა ევაკუირებულია

საქართველო, თბილისი - 16:37 | 01.07.2019
ნანახია: 752

ჰონკონგის პარლამენტი აქციის მონაწილეთა აგრესიული მოქმედებების გამო ევაკუირებულია. ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოს ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„1 ივლისს ჰონკონგის საკანონმდებლო ორგანოს სამდივნომ განგაშის უმაღლესი - წითელი დონე გამოაცხადა. რაც იმას ნიშნავს, რომ ყველამ დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს შენობა“, - ნათქვამია განცხადებაში.

განგაშის წითელი დონე პარლამენტის ისტორიაში პირველად გამოცხადდა.

ამ ნაბიჯზე სამდივნო დემონსტრანტების აგრესიული ქმედედების გამო წავიდა. მომიტინგეები კანონში ექსტრადიციის შესახებ ცვლილებების გადახედვას აპროტესტებენ. რომლის მიღების შემთხვევაში ჯონკონგი დამნაშავეებს, რომლებზეც ექტრადიციის თანხმობა არ იქნება გაცემული გადასცემს ტაივანს, მაკაოს და ჩინეთის კონტინენტურ ნაწილს.

ქალაქში პროტესტები უკვე ერთი თვეა გრძელდება. თუმცა დღეს მან განსაკუთრებით აგრესიული ხასიათი შეიძინა. უკვე რამდენიმე საათია დემონსრანტები პარლამენტის შენობაში შეჭრას ცდილობენ.

იმის მიუხედავად, რომ მათ უკვე ჩაამტვრიეს რამდენიმე შუშის კარი და შენობაში შესვლა შეუძლიათ, ამის გაკეთებას არ ჩქარობენ, რადგან შიგნით სამართალდამცველები ელოდებიან.

პლიციამ უკვე განაცხადა, რომ ყველას, ვინც შენობაში შევა, კანონის დარღვევისთვის დაუყოვნებლივ დააკავებენ. ხელისუფლება პროტესტანტებს ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე