ავღანეთიდან ჩამოსულ ჯარისკაცებს ფსიქოლოგიური შემოწმება ჩაუტარდათ

საქართველო, თბილისი - 12:31 | 18.12.2015
ნანახია: 1676

ავღანეთის ისლამური რესპუბლიკიდან ჩამოსულ ჯარისკაცებს ფსიქოლოგიური შემოწმება ჩაუტარდათ. სამშვიდობო მისიიდან დაბრუნებული ჯარისკაცების ფსიქოლოგიური მონიტორინგი პროექტის - „მხარი მხარს“ ფარგლებში ხორციელდება.

„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიიდან დაბრუნებული III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ნაკრები ასეულის ფსიქოლოგიური მონიტორინგი ბათუმში არსებულ ადლიის ბაზაზე განხორციელდა. საერთაშორისო მისიაში მყოფი ჯარისკაცების მონიტორინგი ფსიქოლოგიური შერჩევისა და მონიტორინგის დეპარტამენტმა აწარმოა. სამხედრო მოსამსახურეების სკრინინგი ამერიკის შეერთებულ შტატებში კარგად აპრობირებული პროტოკოლის მიხედვით განხორციელდა. აღნიშნული სკრინინგი იძლევა საშუალებას, გამოვლინდეს პოსტტრამვული სტრესი ან რამე სხვა პრობლემა შემდგომი დახმარების აღმოჩენის მიზნით.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე