პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არის გამოწვევა, თავისი არსით - ირაკლი კობახიძე

საქართველო, თბილისი - 15:55 | 01.07.2019
ნანახია: 741

"ქართული ოცნება" პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს იწყებს. პრეზენტაცია ცოტა ხნის წინ დასრულდა და მას პოლიტიკური პარტიების მხოლოდ ნაწილი დაესწრო.

პრეზენტაციაზე ერთ-ერთი მომხსენებელი პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე იყო. მისი შეფასებით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა უზრუნველყოფს პლურალისტული სპექტრის ჩამოყალიბებას.

„პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არის გამოწვევა, თავისი არსით. საჭიროებს პროპორციული სისტემის სათანადო ფუნქციონირება ბუნებრივია, პარტიული სისტემის განვითარებას. პოლიტიკური სისტემის მუდმივ განვითარებას და ეს არის ის პასუხისმგებლობა რომელიც ყველა ჩვენგანმა ერთად უნდა ავიღოთ პოლიტიკურმა პარტიებმა, არასამთავრობო სექტორმა, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა და დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი საერთო ძალისხმევით შესაძლებელი გახდება პარტიული სისტემის სწრაფი განვითარება. უზრუნველყოფილი იქნება მაქსიმალურად პლურალისტული სპექტრის ჩამოყალიბება შემდეგ პარლამენტში და საბოლოო ჯამში ამან ხელი უნდა შეუწყოს და უნდა დააჩქაროს ჩვენთან ის პროცესები რომელიც არის დაკავშირებული პარტიული სისტემის და პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციასთან,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე