ისწავლეთ კადიროვისგან - სერგეი გავრილოვი ქართველებს მიმართავს

საქართველო, თბილისი - 15:50 | 01.07.2019
ნანახია: 806

არ მინდა ვთქვა, რომ ისწავლოთ კადიროვისგან, მაგრამ არის ის, რისი სწავლაც საჭიროა, - ასე მიმართა დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა ქართველებს. ინტერვიუში, რომელიც მან ტელეარხ RTVi -ს მისცა, კომუნისტი დეპუტატი ქართულ სტუმართმოყვარეობაზე ჩივის.

 „ცოტა ხნის წინ ვიყავით სტუმრად ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით. აი, იქ არის აბსოლუტური უსაფრთხოება. არამლიქვნელური, ღირსეული სტუმართმოყვარეობა და ყველანაირი პირობა სამუშაოდ... ისეირნე ქალაქში თუ გინდა 24 საათი.

ისწავლეთ!

რომ გავითვალისწინოთ ის საშინელებაც, თუ რა მდგომარეობაში იყო ჩეჩნეთი ომის შემდეგ - იარაღით ხელში, ხელისუფლების გარეშე. და ამის მიუხედავად, მათ მნიშვნელოვანი პროგრესი აქვთ. არ მინდა ვთქვა, რომ ისწავლოთ კადიროვისგან, თუმცა არის ის, რისი სწავლაც საჭიროა“, - აღნიშნა გავრილოვმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე