სააკაშვილს ბევრი ფული აქვს ამერიკელი, ევროპელი და უკრაინელი სპონსორებისგან, რათა აამღვრიოს წყალი თბილისში - თინა კანდელაკი

საქართველო, თბილისი - 14:57 | 01.07.2019
ნანახია: 1041

რუსეთში მოღვაწე ქართული წარმოშობის ჟურნალისტი და ტელეწამყვანი თინა კანდელაკი აცხადებს, რომ სურს მიხეილ სააკაშვილის შესახებ მომღერალ ნინო ქათამაძესა და სხვებს, რომლებიც მიტინგზე დგანან, თვალები აუხილოს.  

კანდელაკი თავის ტელეგრამ-არხზე წერს, რომ „რუსთავი2“-ის საინფორმაციო პოლიტიკას საქართველოში განსაზღვრავს ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი.

„ტელეარხის ხარჯების ნაწილი წელიწადში შეადგენს 15-18 მლნ დოლარს. რეალური შემოსავალი 9 მილიონზე მეტი არ არის. საიდან მოაქვთ დანარჩენი 6-9 მლნ წელიწადში? რა ფულით იყიდა მიშამ სახლი ფლორიდაში 1,5 მლნ დოლარად?“- კითხვას სვამს კანდელაკი.

ჟურნალისტის თქმით, საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებში დევს ბიზნესმენების 7000 განცხადება, რომლებიც სააკაშვილის მმართველობის დროს ციხეებში აღმოჩნდნენ. მისი თქმით, თითოეულ მათგანს აიძულებდნენ თავისუფლების სანაცვლოდ დაეთმოთ ფული და ქონება.

კანდელაკი აღნიშნავს, რომ მათ სთხოვდნენ მიეტანათ ოფშორული ანგარიშების რეკვიზიტები  და ხელმოწერილი დოკუმენტები ქონების გასხვისების შესახებ მავანი პირების სასარგებლოდ და სწორედ ამგვარად დააგროვეს სააკაშვილმა და მასთან დაახლოებულმა პირებმა ქონება.

 „მიშიკოს საკმაოდ ბევრი ფული აქვს ამერიკელი, ევროპელი და უკრაინელი სპონსორებისგან, რათა აამღვრიოს წყალი თბილისში იმდენად, რამდენადაც საჭირო იქნება“, - წერს კანდელაკი. ის აღნიშნავს, რომ სააკაშვილის ყველა იდეალი ნომინირებულია დოლარებში, თავად ის კი მხოლოდ თვალთმაქცია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე