ქალაქი გვდალახარა ძლიერი სეტყვის შედეგად სქელი ყინულით დაიფარა | ფოტო

საქართველო, თბილისი - 14:35 | 01.07.2019
ნანახია: 867

 

მექსიკის ქალაქი გვადალახარა ძლიერი სეტყვის შედეგად სქელი ყინულით დაიფარა.

ზოგიერთ რაიონში ყინულის სისქემ ერთ მეტრს გადააჭარბა. ყინულმა დაფარა გზების დიდი ნაწილი. ტრანსპორტის მოძრაობა გაჩერდა. ზოგიერთი ავტომობილი თითქმის მთლიანად ყინულის საფარის ქვეშ მოექცა. დაინგრა შენობებიც.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ქალაქის გაწმენდით სამუშაოებში სამხედროებიც ჩაერთნენ.

 

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე