დიალოგის აღდგენა საქართველოს ხელისუფლების ბოდიშის შემდეგ იქნება შესაძლებელი - მატვიენკო

საქართველო, თბილისი - 23:19 | 30.06.2019
ნანახია: 673

"რუსულ-ქართული დიალოგის აღდგენა საქართველოში რუსოფობიური ტალღის შეწყვეტისა და ქართული მხარის მიერ ბოდიშის მოხდის შემდეგ არის შესაძლებელი" - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერმა ვალენტინა მატვიენკომ განაცხადა. იუწყება "ინტერფაქსი".

"ჩვენ არ გვაქვს ანტიქართული განწყობა. ჩვენ ძველებურად გვიყვარს ქართველი ხალხი, ჩვენ ერთ ქვეყანაში თანაცხოვრების ხანგრძლივი ისტორია გვაქვს. მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ გახლიჩოს ეს ურთიერთობა ვიღაცის კარნახით და ვისი კარნახითაც, ნათელია", - განუცხადა მან ჟურნალისტებს ჟენევაში.

მისი თქმით, ვიდრე საქართველოს "ხელისუფლება არ დაამყარებს წესრიგს, არ შეწყდება რუსოფობიური ტალღა, რომელიც ააგორეს რადიკალებმა, მოლაპარაკებებზე საუბარი ზედმეტია".

"მოიხადონ ბოდიში, იმისთვის, რაც მოხდა, ამის შემდეგ შესაძლებელია დიალოგი" - განაცხადა მატვიენკომ.

როგორც მან აღნიშნა, საქართველომ გამოიჩინა უპასუხისმგებლობა, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციის წევრმა, მოიწვია კანონმდებლები, შემდეგ კი მოაწყო პროვოკაცია, რომელიც მანამდე იყო ჩაფიქრებული - აეგორებინათ რუსოფობიური ტალღა".




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე