ნატოს სამეკავშირეო ოფისში კეთილსინდისიერების ამაღლებისა და კორუფციასთან ბრძოლის ხელშეწყობის კურსი გაიხსნა

საქართველო, თბილისი - 12:30 | 18.12.2015
ნანახია: 1680

ნატოს სამეკავშირეო ოფისში საქართველოს უსაფრთხოების სექტორში კეთილსინდისიერების ამაღლებისა და კორუფციასთან ბრძოლის ხელშეწყობის კურსი გაიხსნა. ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის პროფესიული განვითარების ცენტრის ორგანიზებითა და ნატოს კეთილსინდისიერების ამაღლების გუნდის მხარდაჭერით იმართება. 
კურსი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების სამხედრო და სამოქალაქო მოსამსახურეებისთვის უკვე მეხუთედ ტარდება. წელს სემინარი უწყებათშორის ფორმატში გაიმართება და მასში მონაწილეობას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის, უშიშროების საბჭოსა და კრიზისების მართვის საბჭოს წარმომადგენლებიც მიიღებენ.

კურსის განმავლობაში მსმენელები გაეცნობიან კორუფციის არსს, საჯარო ფინანსებისა და შესყიდვების მართვის პროცესებში კორუფციის რისკებს, შიდა კონტროლის მექანიზმებს, კორუფციასთან ბრძოლაში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის მნიშვნელობას, საქართველოს ეროვნულ ანტიკორუფციულ ღონისძიებებს, კორუფციისა და გენდერის საკითხების ურთიერთკავშირს, საჯარო ქცევასა და სამშვიდობო ოპერაციებში კორუფციულ რისკებს. სემინარი ორდღიანია და 18 დეკემბერს დასრულდება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე