კვიპროსში ჩამოვარდნილი ობიექტი რუსული წარმოების რაკეტა აღმოჩნდა| ფოტო

საქართველო, თბილისი - 14:00 | 01.07.2019
ნანახია: 732

 

ამოუცნობი ობიექტი, რომელიც თურქეთის მიერ აღიარებულ ჩრდილოეთ კვიპროსის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, რუსული წარმოების რაკეტა აღმოჩნდა. ჩრდილოეთ კვიპროსის ე.წ.საგარეო საქმეთა მინისტრის ქუდრეთ ოზერსაის თქმით, რაკეტა სირიის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის მიერ იქნა გაშვებული, რომელიც მიმართული იყო ისრაელის თავდასხმის საპასუხოდ.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა რაკეტის ნამსხვრევები რუსული წარწერებით.

ოზერსაის თქმით, რაკეტა მიწაზე შეხებამდე აფეთქდა.

ღამით, სირიის ანტირასაკეტო თავდაცვის სისტემებმა ისრაელის შეიარაღებული ძალების იერიშის მოსაგერიებლად ამოქმედდა. გავრცელებული ცნობით, დამასკოს შემოგარენში ოთხი ადამიანი დაიღუპა.

რაკეტა არაღიარებული ჩრდილოეთ კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიასთან ჩამოვარდა. თვითმხილველთა თქმით, ცა განათდა, რის შემდეგაც აფეთქების ძლერი ხმა გაისმა. ჩამოვარდნის შემდეგ განდა ხანძარი, რომელიც ორი საათი გაგრძელდა.

ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ახლოს მდებარე სოფლების ევაკუაცია მაინც განხორციელდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე