ქაბულში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „თალიბანმა“ აიღო

საქართველო, თბილისი - 13:47 | 01.07.2019
ნანახია: 612

ქაბულში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დანაღმული ავტომობილი ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს სიახლოვეს აფეთქდა. აფეთქების შემდეგ ტერორისტებმა სამხედროებს ცეცხლი გაუხსნეს.

ბოლო მონაცემებით, დაშავდა 65 ადამიანი, მათ შორის 9 ბავშვი. დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. გავრცელდა დაუდასტურებელი ინფორმაცია დაღუპულების შესახებაც.

ქაბულში აფეთქება დილის პიკის საათში, იმ რაიონის სიახლოვეს მოხდა, სადაც განლაგებულია უცხოეთის ქვეყნების საელჩოები, მათ შორის აშშ-ის დიპლომატიური მისიაც.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე