2 ივლისიდან გამოიდარებს და ქარი ჩადგება

საქართველო, თბილისი - 13:25 | 01.07.2019
ნანახია: 692

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 ივლისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და ბარში +21,+26 გრადუსია მოსალოდნელი. 2 ივლისადან გამოიდარებს, ქარი ჩადგება და +28, +33 გრადუსამდე დათბება.

თბილისში 5 ივლისამდე უნალექო ამინდი იქნება. 1 ივლისს დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 1 ივლისს +25 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 2 ივლისიდან +31, +33 გრადუსამდე მოიმატებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე