პოლონეთში ამერიკელი ჯარისკაცების სამხედრო მომზადების ცენტრი აშენდება

საქართველო, თბილისი - 11:38 | 01.07.2019
ნანახია: 792

პოლონეთში დრავსკო-პომორსკის პოლიგონზე ამერიკელი ჯარისკაცების სამხედრო მომზადების ცენტრი აშენდება. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშაკმა პოლონური რადიოს ეთერში განაცხადა.

„მიმდინარე წლის მესამე კვარტალში აშშ-სთან ხელს მოვაწერთ დრავსკო-პომორსკის პოლიგონზე სამხედრო მომზადების ცენტრის აშენების შესახებ შეთანხებას. ის განკუთვნილი იქნება ძირითადად ამერიკული არმიისთვის“, -განაცხადა ბლაშაკმა.

როგორც ცნობილია, აშშ და პოლონეთი შეთანხმდნენ პოლონეთის ტერიტორიაზე ამერიკული სადაზვერვო უპილოტოების MQ-9-ის განთავსებისა და ამერიკელი სამხედრეობის 1000 ჯარისკაცით გაზრდის ( დღეს მათი რაოდენობა 4 500-ს შეადგენს), შესახებ.  

პოლონეთი თავის მხრივ იღებს ვალდებულებას თავისი ხარჯებით მოამზადოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა ამ რაოდენობით ამერიკელი სამხედროებისა და ტექნიკის განსათავსებლად და ააშენოს სამხედრო აეროდრომი, რომელიც შემდეგ გამოყუნებული იქნება შეიარაღებული ძალების გადასასროლად. პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, აშშ-ის არმია ქვეყნის ტერიტორიაზე ექვს წერტილში განლაგდება, ძირითადად აღმოსავლეთის საზღვრებთან.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე