ეს ქვეყანა არ იმსახურებს, რომ ვიღაცა სავარძელში ჩაჯდება თუ ხეზე ავა, ამის გამო გადავწვათ - ივანე მაჭავარიანი

საქართველო, თბილისი - 17:07 | 28.06.2019
ნანახია: 868

ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის თქმით, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას არა მხოლოდ გიორგი გახარია, არამედ მინისტრთა კაბინეტის არც ერთი წევრი არ გაურბის.

„ეს არ არის გიორგი გახარიას ოპერაცია. ეს არის საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების ერთადერთი სწორი, ლეგიტიმური რეაგირება იმ დროისათვის“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, თუ ქვეყანა ყოველ ჯერზე მსგავს რისკამდე იქნა მიყვანილი, კითხვები ლარის კურსსა და ტურიზმთან დაკავშირებით მძიმე იქნება.

„ჩვენ თუ ეს ქვეყანა ყოველ ჯერზე ასეთ რისკამდე მივიყვანეთ, კითხვები - ლარს რა მოუვიდა, ტურიზმს რა მოუვიდა - ბევრად უფრო მძიმეა. ეს ქვეყანა არ იმსახურებს, რომ ვიღაცა სავარძელში ჩაჯდება თუ ხეზე ავა, ამის გამო გადავწვათ. მერამდენეჯერ მეორდება. ეს ხომ გავლილი გვაქვს?“,- განაცხადა მაჭავარიანმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე