ტერეზა მეიმ ვლადიმირ პუტინს სკრიპალების მოწამვლის საქმეში დადანაშაულებული პირების დასჯა მოსთხოვა

საქართველო, თბილისი - 15:52 | 28.06.2019
ნანახია: 768

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ გაერთიანებულ სამეფოს აქვს უტყუარი მტკიცებულბები იმისა, რომ სოლსბერიში სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის საქმის უკან რუსეთი დგას. მან მოითხოპა, რომ დამნაშავეები პასუხისგებაში დაუყოვნებლივ მიეცნენ.

ტერეზა მეი და ვლადიმირ პუტინი ერთმანეთს იაპონიის ქალაქ ოსაკაში G20-ის სამიტზე შეხვდნენ.

 „პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ სასიკვდილო ნერვულ-პარალიტური ნივთიერების გამოყენება სოლსბერის ქუჩებში რუსეთის მხრიდან მიუღებელია და წარმოადგენს უღირს ქმედებას. მან ნათლად განმარტა, რომ დიდ ბრიტანეთს აქვს უტყუარი მტკიცებულებები იმისა, რომ თავდასხმის უკან იდგა რუსეთი და ეს მტკიცებულებები ემყარება ჩვენი მოკავშირეების საფუძვლიან გამოძიებას და თანამშრომლობას“, - ნათქვამია ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცახდებაში.

ტერეზა მეის თქმით, მსგავსი ქმედება არასდროს უნდა განმეორდეს და დიდი ბრიტანეთი მოითხოვს, რომ ორი ადამიანი, რომელიც ამ საქმესთან არის კავშირში, პასუხისგებაში მიეცნენ.

სოლსბერიში 2018 წლის 4 მარტს ყოფილი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია მოწამლეს, რამაც უდიდესი სკანდალი გამოიწვია. ლონოდნმა მომხდარში რუსეთი დაადანაშაულა. მოსკოვი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე