რუსთავში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს

საქართველო, თბილისი - 12:00 | 18.12.2015
ნანახია: 1722

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. კერძოდ, ქალაქ რუსთავში მდინარე მტკვარზე სამართალდამრღვევები გასაბერი ნავითა და ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით თევზაობდნენ.

 ქვემო ქართლის სამმართველოს სწრაფი რეაგირების თანამშრომლების მიერ დაილუქა სამართალდარღვევის ნივთები. საქმე შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს. მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე