ბრაზილიის პრეზიდენტის თვითმფრინავში, რომელიც G20-ის სამიტზე მიფრინავდა, 39 კგ კოკაინი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 12:04 | 28.06.2019
ნანახია: 772

ერთ-ერთ თვითმფრინავში, რომელიც ბრაზილიის პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონარუს ლაინერს ოსაკაში G20-ის სამიტზე მიაცილებდა, 39 კგ კოკაინი აღმოჩნდა.

თავდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ნარკოტიკები იმ დროს იპოვეს, როდესაც თვითმფრინავმა სევილიაში ტრანზიტული დაშვება განახორციელა.

ბრაზილიური და ესპანური მედიის ცნობით, დაკავებულია 38 წლის სერჟანტი მანუელ სილვა როდრიგესი. ის ბრაზილიის საი პრეზიდენტს 29 საერთაშორისო ვიზიტების დროს ყოველთვის თან ახლდა.

მედიას პოლიციის წყარომ განუცხადა, რომ როდესაც როდრიგესი თვითმფრინავიდან ჩამოვიდა, თან ჰქონდა ხელბარგი, შემოწმების დროს მის ჩანთაში 37 შეკვრა კოკაინი აღმოაჩინეს.

როდრიგესი იმ თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრი იყო, რომელიც პრეზიდენტ ბოლსონარუს ლაინერს  უკანა გზაზე ოსაკიდან უნდა გამოყოლოდა.

პრეზიდენტი სხვა თვითმფრინავით მიფრინავდა, რომელიც ოსაკამდე, გზად ლისაბონში დაეშვა. პრეზიდენტის თვითმფრინავიც სევილიაში უნდა დაფრენილიყო, მაგრამ გეგმა შეიცვალა.

ბრაზილიის ვიცე-პრეზიდენტმა ამილტონ მოურანმა განაცხადა, რომ დაკავებული პროფესიონალი ნარკოკურიერი იყო.

ჟაირ ბოლსონარუმ მიკორბლოგ „ტვიტერში“ დაწერა, რომ  მომხდარი მიუღებელია და დაკავებული სერჟანტის მკაცრად დასჯა მოითხოვა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე