ძლიერ სიცხეს 3 ადამიანი ემსხვერპლა იტალიაში

საქართველო, თბილისი - 11:41 | 28.06.2019
ნანახია: 711

სამი ადამიანი ემსხვერპლა ანომალიურ სიცხეს იტალიაში. ხელისუფლებამ საფრთხის დონე წითელ ნიშნულამდე გაზარდა ქვეყნის 16 ქალაქში, მათ შორის რომში, მილანში, ნეაპოლში, ტურინში, ვენეციაში, ბოლონიასა და ფლორენციაში, სადაც ჰაერის ტემპერატურამ უკვე 40 გრადუსს მიაღწია.

შექმნილი სიტუაციის გამო ექიმები მოსახლეობას ურჩევენ დღის ყველაზე ცხელ პერიოდში არ გამოვიდნენ ქუჩებში და მიიღონ დიდი რაოდენობით წყალი. ექიმები განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ ხანდაზმულებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე