ტრამპმა პუტინს მოსთხოვა არ ჩაერიოს 2020 წლის აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებში

საქართველო, თბილისი - 11:23 | 28.06.2019
ნანახია: 783

აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებმა იაპონიის ქალაქ ოსაკაში G20-ის სამიტის ფარგლებში შეხვედრა გამართეს. ორი ქვეყნის ლიდერმა ირანის, სირიის, ვენესუელისა და უკრაინის საკითხებზე ისაუბრეს.

 „პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ ურთიერთობის გაუმჯობესება ორივე ქვეყნისა და მთელი მსოფლიოს ინტერესებშია. ამთ ასევე განიხილეს სირიაში, ირანში, ვენესუელასა და უკარაინაში არსებული ვითარება“, - ნათქვამია თეთრი სახლის მიკრობლოგ „ტვიტერში“.

შეხვედრა ნახევარ საათს გაგრძელდა.

ასევე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს სთხოვა რუსეთი არ ჩაერიოს 2020 წლის აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებში.

მოლაპარაკებების დაწყებამდე ჟურნალისტებმა ტრამპს ჰკითხეს, მიმართავდა თუა არა პუტინს ამგვარი მოწოდებით.

„რა თქმა უნდა,“ - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა. შემდეგ პუტინს მიუბრუნდა და ამ მოთხოვნით მიმართა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე