ზელენსკიმ პუტინს უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლება მოსთხოვა

საქართველო, თბილისი - 17:51 | 27.06.2019
ნანახია: 839

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ რუსეთის ლიდერს ვლადიმირ პუტინს უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლება მოსთხოვა.

„ჩვენ ყველს გვყავს შვილები, დაუბრუნეთ შვილები მშობლებს“, - განაცხადა ზელენსკიმ კიევში გამართულ ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 25 ნოემბერს უკრაინულ სამხედრო გემებს ქერჩის სრუტეში რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს, დაიჭრა 6 უკრაინელი სამხედრო, 24 მეზღვაური კი დაატყვევეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე