21 წლის გოგონა, ზვიგენების თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 16:38 | 27.06.2019
ნანახია: 740

ბაჰამის კუნძულებთან 21 წლის გოგონას რამდენიმე ზვიგენი თავს დაესხა, ის მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. კალიფორნიელი გოგონა ბაჰამის კუნძულებზე ოჯახთან ერთად ისვენებდა. მას ზვიგენები თავს იმ დროს დაესხნენ, როდესაც წყალქვეშა ცურვით იყო დაკავებული.

გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ სტუდენტ ჯორდან ლინდსის თავს სამი ზვიგენი დაესხა. ამასთან, პოლიციელბმა აღნიშნეს, რომ გოგონას მშობლები ხედავდნენ ზვიგენებს, რომლებიც ჯორდანს უახლოვდებოდნენ, უყვიროდნენ, რათა გაეფრთხილებინათ, მაგრამ გოგონას მათი არ ესმოდა.

პოლიციის თქმით, ზვიგენებმა გოგონას მარჯვენა ხელი მოაჭამეს. ამის გარდა, დაფიქსირდა ნაკბენები მარცხენა ხელზე, ფეხებზე და თეძოებზე. ინციდენტის შემდეგ დაშავებული ნაპირზე გამოიყვანეს და საავადმყოფოში წაიყვანეს, სადაც ის გარდაიცვალა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე