2030 წლისთვის კლიმატის ცვლილებები 120 მლნ ადამიანის გაღარიბებას გამოიწვევს

საქართველო, თბილისი - 16:18 | 27.06.2019
ნანახია: 989

2030 წლისთვის 120 მილიონზე მეტი ადამიანი გაღარიბდება გვალვის, წყალდიდობისა და სხვა ბუნებრივი მოვლენების შედეგად, რომელიც კლიმატის ცვლილებებს უკავშირდება, ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მოხსენებაშია ნათქვამი.

 „საშუალო დონის ოჯახები განვითარებად ქვეყნებში, შესაძლოა, გაღარიბდეს. მსოფლიო ბანკის შეფასებებით, თუ საჭირო ზომები დაუყოვნებლივ არ გატარდება, 2030 წლისთვის მსოფლიოში 120 მლნ ადამიანი სიღარიბეში აღმოჩნდება... მხოლოდ სამხრეთ აზიაში 800 მლნ ადამიანი ცხოვრობს ცხელ კლიმატურ წერტილებში, 2050 წლისთვის მათი ცხოვრების პირობები უფრო მეტად გაურესდება“, - ნათქვამია მოხსენებაში.

მოხსენების ავტორების თქმით, კლიმატის ცვლილებები გამოიწვევს სოფლის მეურნეობის კულტურების პროდუქტიულობის ცვლილებებს, ოკეანის ტემპერატურის მატება კი შეცვლის ზღვის ეკოსისტემებს, რომლებიც მილიონობით ადამიანისთვის საკვები პროდუქტების წყაროა.

ამის გარდა, კლიმატის ცვლილებები გამოიწვევს დაავადებების გავრცელებას იმ რეგიონებში, სადაც მანამდე ის დაფიქისრებული არ ყოფილა. ამის მიზეზი კი მწერების მიგრაციის გზების ცვლილება გახდება.

გაეროს ექსპერტები ქვეყნებსა და კომპანიებს მოუწოდებენ, პასუხიმგებლობა აიღონ ჰაერში ნარჩენი აირების დაგროვებასთან დაკავშირებით, რომელიც აჩქარებს დედამიწაზე კლიმატის ცვლილებებს.

 

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე