ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000- ლარიანი გირაო შეეფარდა

საქართველო, თბილისი - 16:06 | 27.06.2019
ნანახია: 751

ცოტა ხნის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ნიკა მელიას, აღკვეთის ღონისძიების სახით, 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ნიკა მელიას ასევე დაუწესდა შეზღუდვები და ჩამოერთმევა პასპორტი.

ნიკა მელიას ადვოკატი, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. გარდა ამისა, ადვოკატმა სასამრთლოს წინაშე დააყენა შუამდგომლობა, ალტერნატივის სახით, სხვა შეზღუდვების დაწესებაზეც, მათ შორის, დეპუტატების თავდებობასა და აუცილებლობის შემთხვევაში, პასპორტის ჩამორთმევაზე.

პროკურატურა ნიკა მელიას, 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება. პროკურატურამ საქართველოს პარლამენტს სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების თხოვნით მიმართა.

26 ივნისს, საქართველოს პარლამენის 91-მა დეპუტატმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა.

ნიკა მელიას საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თემურ გოგოხია იხილავდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე