ორმაგი ტერაქტი ტუნისში -არიან დაღუპულები და დაშავებულები

საქართველო, თბილისი - 15:34 | 27.06.2019
ნანახია: 914

ერთი პოლიციელი დაიღუპა და რამდენიმე პოლიციელი და სამოქალაქო პირი დაშავდა ტუნისის დედაქალაქის ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა სავარაუდოდ, თავი აიფეთქა. პირველი აფეთქება საფრანგეთის საელჩოს შენობასთან, ხალხმრავალ ქუჩაზე მოხდა.

აფეთქდა პოლიციის ავტომობილი. მალ იმავე რაიონში თვითმკვლელმა, რომელიც ტერორიზმთან წინააღმდეგ ბრძოლის სამნართველოს შენობასთან თავის აფეთქებას ცდილობდა, ბომბი ავტოსადგომზე აამოქმედა, სადაც სავარაუდოდ ადამიანების მნიშვნელოვანი რაოდენობა იმყოფებოდა.

მედიის ცნობით, მეორე აფეთქების შედეგად, შესაძლოა, იყვნენ დაღუპულები. ამ მომენტისთვის დაახლოებით 9 ადამიანია დაშავებული.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე