ბრიტანეთის პარლამენტში კოკაინის კვალი აღმოაჩინეს

საქართველო, თბილისი - 14:53 | 27.06.2019
ნანახია: 712

ბრიტანეთის პარლამენტში კოკაინის კვალი აღმოაჩინეს. გასაიდუმლოებული შემოწმების შედეგად ნარკოტიკების კვალი აღმოჩნდა სხვადასხვა ოთახში, მათ შორის საპირფარეშოებშიც. იუწყება პორტალი Vice.

ნარკოტოკების აღმოსაჩენად გამოყენებული იყო ხელსახოცები, რომლებიც ამ ნივთირებასთან შეხების დროს ფერს იცლიან.

ყველაზე მეტი კვალი აღმოჩნდა ბარის მოპირდაპირედ მდებარე საპირფარეშოში, სადაც შესვლა მხოლოდ კანონმდებლებს, მიწვეულ სტუმრებს, მაღალი თანამდებობის პირებსა და პარლამენტში აკრედიტირებულ ჟურნალისტებს შეუძლიათ.

 ნარკოტიკების კვალი იპოვეს სხვა საპირფარეშოებშიც, რომლითაც დეპუტატები სარგებლობენ.

კომპანია Crackdown Testing-ში, სადაც ამ ხელსახოცებს ამზადებენ, განმარტეს, რომ მასალა, რომლისგანაც ხელსახოცებს ამზადებენ, მგრძნობიარეა კოკაინის მიმართ, მათი თქმით, ნაკლებად შესაძლებელი, რომ წყალი ნარკოტიკებს შეიცავდეს.  

ორი კვირის წინ რამდენიმე ბრიტანელმა აღიარა, რომ წარსულში ნარკოტიკებს მოიხმარდნენ. კონსერვატიული პარტიის ლიდერისა და შესაბამისად პრემიერ-მინისტრბის კანდიდატმა, გარემოს დაცვის მინისტრმა მაიკლ გოუვიმ განაცხადა, რომ 20 წლის წინ ის აკრძალულ ნივთიერებებს მოიხმარდა.

მას კონსერვატორებმა მეთ ჰენკოკმა, ანდრეა ლიდსომმა და დომინიკ რააბმაც მიბაძეს და აღიარეს, რომ წარსულში ნარკოტიკების მომხმარებლები იყვნენ.  

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე