პუტინის ადგილას ტანკებს შემოვიყვანდი, როგორც 2008-ში - ვლადიმერ ბედუკაძე

საქართველო, თბილისი - 14:21 | 27.06.2019
ნანახია: 1630

პუტინის ადგილას ტანკებს შემოვიყვანდი, როგორც 2008-ში. პუტინი თავის ხალხს იცავს, რუსები ასე უნდა დაიცვას!", - განუცხადა ვლადემერ ბედუკაძემ „კომსომოლსკაია პრავდას“ ჟურნალისტს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკაშვირებით.

შეკითხვაზე, „რატომ ასე სწრაფად? , - ბედუკაძე პასუხობს, რომ - „იმიტომ, რომ პუტინი თავის ხალხს იცავს! რუსები ასე უნდა დაიცვა“.

გაზეთი წერს, რომ ბედუკაძის თქმით, რუს დეპუტატზე თავდასხმა ვაშინგტონის ბრძანებით მოხდა. „ბედუკაძე იმასაც ფიქრობს, რომ ქართველთა 80% "მთელი გულით რუსეთისკენ არის" და მათ მხოლოდ ტერიტორიული საკითხი უშლით ხელს“, - წერს გაზეთი.

მისი თქმით, ქალაქ ბათუმში ყველაფერი რუსულია - "სიმღერები, მენიუ, ნიშნები". ვლადიმერ ბედუკაძეს ამბობს, რომ თუ რუსი ტურისტები საერთოდ არ ჩავლენ ამ ქალაქში, ბათუმი მოჩვენებათა ქალაქი გახდება.

"რუსეთისა და საქართველოს მეგობრობას, ჩვენ მომავალ კავშირს გაუმარჯოს!" - ამბობს ბედუკაძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე