დამიჭერენ, ვაია, არ დამიჭერენ, ვუია - ნიკა მელია

საქართველო, თბილისი - 14:00 | 27.06.2019
ნანახია: 717

იმ ყველაფრის შემდეგ, რაც გუშინ იკადრეს და რაც ივანიშვილმა გააკეთებინა ძალდატანებით „ქართული ოცნების“ დეპუტაციის დიდ ნაწილს, დღეს რომ არ დამიჭირონ, უბრალოდ, ვერ გაამართლებენ გუშინდელ დღეს, - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ საქალაქო სასამართლოში მისვლამდე ჟურნალისტებს საკუთარ სახლთან განუცხადა.

„იმ ყველაფრის შემდეგ, რაც გუშინ იკადრეს და რაც ივანიშვილმა გააკეთებინა ძალდატანებით „ქართული ოცნების“ დეპუტაციის დიდ ნაწილს, დღეს რომ არ დამიჭირონ, უბრალოდ, ვერ გაამართლებენ გუშინდელ დღეს. დამიჭერენ „ვაია“, არ დამიჭერენ „ვუია“. როგორ უნდა გაამართლოს ბიძინა ივანიშვილმა ჩემი არ დაჭერა. მას დაემართა გუშინ მთავარი უბედურება, მისთვის მთავარი რამ გაუფასურდა, ფული, მილიარდები. გუშინდელმა დღემ აჩვენა ივანიშვილს, რომ მისი მილიარდები საქმეს ვეღარ უკეთებს, რომ ძალაუფლება, რომელიც მას აქვს, მილიარდები, არ არის საკმარისი, აკეთოს ქვეყანაში ის, რაც სურს და უფრო ღრმა ჩიხში შედის“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

 სასამართლოში 14:00 საათზე პროცესი დაიწყება, რომელზეც მოსამართლემ ნიკა მელიამ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე უნდა იმსჯელოს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე