საშიშია თუ არა საქართველოში წასვლა? საშიშია, სადაც პროვოკატორები არიან - თინა კანდელაკი

საქართველო, თბილისი - 13:42 | 27.06.2019
ნანახია: 902

საშიშია თუ არა საქართველოში წასვლა? ყველგან საშიშია, სადაც პროვოკატორები არიან, - ამის შესახებ რუსეთში მოღვაწე ქართული წარმოშობის ტელეწამყვანმა თინა კანდელაკმა „ეხომოსკვის“ ეთერში გნაცხადა.

 „მეკითხებოდნენ გავიდოდი თუ არა მიტინგზე, ჩემი პაუსუხია - არა. ადამიანებს შევახსენებ, რომ მათი ემოციებით პოლიტიკური მიზნებისთვის მანიპულირებენ.

მეკითხებიან აფხაზეთისა და ოსეთის შესახებ. ნებისმიერი ქართველისთვის, რომელიც იმ დროს დაიბადა, როცა აფხაზეთი და ოსეთი საქართველოს ნაწილი იყო, რა თქმა უნდა, თავიანთ მიწებად მიიჩნევენ, მაგრამ ამ პოზიციაზე თუ ჯიუტად ვიდგებით, ვერაფერს მივაღწევთ, აუცილებელია დიალოგის განახლება, რათ აღდგეს კავშირი ჩვენს ხალხებს შორის. ასევე მისვამენ შეკითხვას - საშიშია თუ არა საქართველოში წასვლა? იქ სადაც პროვოკატორები არიან, ნებისმიერ ქვეყანაში საშიშია. თუმცა ეს არ გამორიცხავს ქართველებისკეთილგანწყობილებას რუსი ტურისტების მიმართ“, -აღნიშნა კანდელაკმა.  




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე