ევროსაბჭოს მომავალი საფრთხის ქვეშაა - 7 ქვეყნის დელეგაცია განცხადებას ავრცელებს

საქართველო, თბილისი - 13:07 | 27.06.2019
ნანახია: 693

7 სახელმწიფოს დელეგაციების წარმომადგენლებმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებული გადაწყვეტილება, რუსეთისთვის ხმის მიცემის უფლების აღდგენის თაობაზე, გააპროტესტეს და ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

განცხადებას ხელს აწერენ - საქართველო, უკრაინა, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, სლოვაკეთი.

"დღეს, ჩვენ როგორც ევროსაბჭოს დელეგაციების წევრებს, არ გვაქვს პასუხი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, თუ როგორ აპირებს ევროსაბჭო დაიცვას მათი უფლებები, როდესაც ის უფრო მეტად აგრესორის კეთილდღეობითაა დაინტერესებული, ვიდრე რეპრესიისა და აგრესიის მსხვერპლთა უფლებების დაცვით.

ევროსაბჭოს მომავალი საფრთხის ქვეშაა, რადგან ის კარგავს იმ ხალხის ნდობას, რომლის დასაცავადაც დგას იგი. ვბრუნდებით სამშობლოშ, რათა ვიმსჯელოთ ჩვენი ქვეყნების პარლამენტებსა და მთავრობებთან, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში სამომავლო ნაბიჯების შესახებ.

წარმატებებს ვუსურვებთ ახალ გენერალურ მდივანს. იმედი გვაქვს, იპოვის გზას, დაძლიოს ის უპრეცენდენტო კრიზისი, რომელიც ამ კვირაში შეიქმნა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ, 26 ივნისს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა რუსეთის ორგანიზაციაში დაბრუნების შესახებ რეზოლუცია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე