ანგელა მერკელი გერმანიის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს შეუძლოდ გახდა | ვიდეო

საქართველო, თბილისი - 12:14 | 27.06.2019
ნანახია: 734

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ისევ შეუძლოდ გახდა ოფიციალური ღონისძიების დროს. იუწყება ტელეარხი N-tv.

მისი ინფორმაციით, მერკელს სხეული გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრის დროს აუცახცახდა.

აღნიშნულია, რომ მას წყალი შესთავაზეს, რაზეც უარი თქვა.

გერმანიის მინისტრთა კაბინეტის განცხადებით, მერკელი თავს კარგად გრძნობს და იაპონიაში G20-ის სამიტზე გასამგზავრებლად ემზადება.

გასულ კვირას მერკელმა თავი შეუძლოდ ბერლინში უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დროსაც იგრძნო. მოულოდნელად აკანკალდა და ხელებით სხეულის კანკალის შეჩერება რამდენჯერმე სცადა.

 






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე