პარლამენტში მამუკა ბახტაძის გამოსვლა გადაიდო

საქართველო, თბილისი - 11:45 | 27.06.2019
ნანახია: 717

საქართველოს პრემიერ მინისტრის, მამუკა ბახტაძის პარლამენტში გამოსვლა გადაიდო.

ამის შესახებ დღეს ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

პრემიერის პარლამენტში გამოსვლის თარიღზე დამატებითი კონსულტაციები გაიმართება. არ არის გამორიცხული, მამუკა ბახტაძეს რიგგარეშე სესიაზე მოუსმინონ.

მამუკა ბახტაძე პარლამენტში დღეს სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პირველი ყოველწლიურ მოხსენებით უნდა გამოსულიყო.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე