ეს არის პარლამენტი, რომელსაც აღარ აინტერესებს ქართველი ხალხი - სალომე სამადაშვილი

საქართველო, თბილისი - 17:00 | 26.06.2019
ნანახია: 741

რუსეთი ითხოვს  მსხვერპლს იმისთვის რაც მოხდა 20 ივნისს და "ქართულმა ოცნებამ" გამოაცხადა რომ ამ მსხვერპლის გასაღებად არის მზად, - ამის შესახებ სალომე სამადაშვილმა განაცხაად, რომელმაც ბიუროს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

„რუსეთი ითხოვს  მსხვერპლს იმისთვის რაც მოხდა 20 ივნისს და "ქართულმა ოცნებამ" გამოაცხადა რომ ამ მსხვერპლის გასაღებად არის მზად. სამი ამოცანა არის რომელსაც ქართული ოცნება დღეს ასრულებს  ნიკანორ მელიას დასჯით. ეს არის  რუსეთის მოთხოვნა. მეორე ეს არის გახარიას გადაყენების საკთხზე პასუხისმგებლობის თავის არიდება. და მესამე, ეს არის ოპოზიციის დასუსტება,“-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„ეს არის პარლამენტი რომელსაც აღარ აინტერესებს ქართველი ხალხი. რომელსაც არ უდევს მაჯაზე ხელი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეები. სწორედ ამიტომ მათთან დიალოგს და არანაირ საუბარს არ აქვს აზრი სანამ ისინი არ მიხვდებიან, რომ ცხოვრობენ პარალელურ რეალობაში რომელსაც არ აქვს საერთო ხალხის განწყობასთან,“-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე