მთავარი ფრაზა, რაც ჩაწერილი აქვთ, ისაა რომ ნიკა მელიამ თქვა, მშვიდობიანად და ხელებაწეული შევიდეთ პარლამენტშიო - გია ბარამიძე

საქართველო, თბილისი - 16:22 | 26.06.2019
ნანახია: 799

თუკი გავრილოვს შეეძლო პარლამენტში შესვლა და სკამზე წამოსკუპება, საქართველოს მოქალაქეებს რატომ არ უნდა შეეძლოთ იქ შესვლა და ამით რა სახელმწიფო გადატრიალება დატრიალდებოდა? - გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას ამის შესახებ განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გია ბარამიძემ.

 „მთავარი ფრაზა, რაც ჩაწერილი აქვთ, ისაა რომ ნიკა მელიამ თქვა, მშვიდობიანად და ხელებაწეული შევიდეთ პარლამენტშიო. თუკი გავრილოვს შეეძლო პარლამენტში შესვლა და სკამზე წამოსკუპება, საქართველოს მოქალაქეებს რატომ არ უნდა შეეძლოთ იქ შესვლა და ამით რა სახელმწიფო გადატრიალება დატრიალდებოდა? წარმოდგენაც არ აქვთ, რას ბოდავენ. დათვის ტყვიების სროლა დაავალეს სამართალდამცველებს, ყველაფერი გააკეთეს პოლიტიკური ტერორისთვის, მაგრამ მიიღეს უკუქმედება და ეს ასეც იქნება“, – განაცხადა გია ბარამიძემ.

საპროცედურო და იურიდიულმა კომიტეტებმა თანხმობა განაცხადეს, რომ პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიას დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართოს. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა ნიკა მელიას საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე