ბიძინა ივანიშვილი არის პუტინის ხელის ბიჭი - ნიკა მელია

საქართველო, თბილისი - 16:04 | 26.06.2019
ნანახია: 791

ახლა ყველაზე ცოდო და რთულ მდგომარეობაში ვინც არის, ბიძინა ივანიშვილია, არა იმიტომ, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილის წინააღმდეგ წავიდა, არამედ იმიტომ, რომ პუტინი სხვა გზას არ უტოვებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან პირველი კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც იურიდულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, მმართველი გუნდის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს პროკურატურის მოთხოვნას ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერების შესახებ.

ნიკა მელია აპირებს პარლამენტის სესიას დაესწროს, სადაც ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ. 

"ბიძინა ივანიშვილი არის პუტინის ხელის ბიჭი" , - განაცხადა მელიამ.

მისი თქმით, დღეს ყველაზე რთულ მდგომარეობაში ბიძინა ივანიშვილი იმყოფება, რადგან პუტინი მას სხვა გზას არ უტოვებს.

„ამ წუთამდე რომ აქ ვარ და აქამდე ხელბორკილები რომ არ დამადეს, ესეც გასაკვირია. ახლა ყველაზე ცოდო და რთულ მდგომარეობაში ვინც არის, ბიძინა ივანიშვილი არა იმიტომ, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილის წინააღმდეგ წავიდა, არამედ იმიტომ, რომ პუტინი სხვა გზას არ უტოვებს,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე