არ მომერიდება ბიძინასი და მოვითხოვ აქციის დამრბევთა დასჯას, არ მომერიდება მიშასი, როდესაც პარლამენტში შეჭრის მცდელობას დავგმობ - უსუფაშვილი

საქართველო, თბილისი - 15:51 | 26.06.2019
ნანახია: 772

ვაცხადებ, რომ მე და ჩემი კოლეგები „შენების მოძრაობიდან“ ვართ საქართველოს მოქალაქეების იმ ნაწილის წარმომადგენლები, რომელთაც ვერც ივანიშვილი და ვერც სააკაშვილი ვერ დაგვაშანტაჟებს, ვერ აგვაცდენს ქვეყნის შენების სწორ გზას, - ამის შესახებ „შენები მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

„არეულ ქვეყანაში, მოქმედი სისტემით ჩატარებულ არჩევნებში ან ერთი შეინარჩუნებს ძალაუფლებას ან მეორე ჩაიგდებს ხელში. შესაბამისად, ნიკა მელიას დაკავებით „ოცნება“ ცდილობს, სააკაშვილთან მიდენოს ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალები, ხოლო ვითარების დაძაბვით სააკაშვილი ცდილობს, მიაღწიოს იმას, რომ ჩამოშლილი „ოცნების“ პირობებში ჩატარებული არჩევნების გზით გაიფორმოს ხელისუფლება.

ვაცხადებ, რომ მე და ჩემი კოლეგები „შენების მოძრაობიდან“ ვართ საქართველოს მოქალაქეების იმ ნაწილის წარმომადგენლები, რომელთაც ვერც ერთი და ვერც მეორე ვერ დაგვაშანტაჟებს, ვერ აგვაცდენს ქვეყნის შენების სწორ გზას. ამიტომ, არ მომერიდება მიშასი და მზად ვარ, ბიძინასთან პროპორციულ არჩევნებზე მოსალაპარაკებლად. არ მომერიდება ბიძინასი და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად მოვითხოვ აქციის დამრბევთა დასჯას. არ მომერიდება მიშასი, როდესაც პარლამენტში შეჭრის მცდელობას დავგმობ. არ მომერიდება ბიძინასი, როდესაც მელიას დაკავების მცდელობას დავარქმევ პოლიტიკურ მზაკვრობას“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე