ირანი ტერორიზმის მთავარი სპონსორია - მაიკ პომპეო

საქართველო, თბილისი - 15:42 | 26.06.2019
ნანახია: 702

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ირანი ტერორიზმის მთავარი სპონსორია. მან ამის შესახებ განცხადება ინდოეთში საგარეო საქმეთა მინისტრთან სუბრამანიამ ჯაიშანკართან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. იუწყება სააგენტო ANI.

 „აშშ-ს მიაჩნია, რომ ირანი მსოფლიოში ტერორიზმის უმსხვილესი სპონსორია. არსებობს ირანისგან მომდინარე საფრთხეების ერთიანი შეფასება და ამ საფრთხეების შეკავების აუცილებლობა, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთს, არამედ მთელს მსოფლიოს“, - აღნიშნა პომპეომ.

ირანის ირგვლივ სიტუაცია მას შემდეგ გამწვავდა, რაც 13 ივნისს ომანის ყურეში ნავთობის ორ ტანკერზე სავარაუდო თავდასხმა მოხდა. აშშ-მა მომხდარზე პასუხისმგებლობა ირანს დააკისრა. აშშ-ს მხარი დაუჭირა დიდმა ბრიტანეთმა და საუდის არაბეთმა. თეირანმა ბრალდება კატეგორიულად უარყო. ინციდენტის შემდეგ ნავთობზე ფასები გაიზარდა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აზიის ქვეყნებში ტურნეს მართავს. 24 ივნისს ის საუდის არაბეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში იმყოფებოდა, 25 ივნისს კი ავღანეთში ჩავიდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე