სამართლიანი იქნება, იმუნიტეტის მოხსნა ბოკერიადან დაიწყოს - ირმა ინაშვილი

საქართველო, თბილისი - 14:36 | 26.06.2019
ნანახია: 701

სამართლიანი იქნება, იმუნიტეტის მოხსნა სწორედ ბოკერიადან დაიწყოს - აღნიშნულის შესახებ პარტია "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირმა ინაშვილმა საქართველოს პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"მოგეხსენებათ, ამ წუთებში, პარლამენტი მსჯელობს მხოლოდ ნიკა მელიას ეპიზოდზე, მოუხსნან თუ არა სადეპუტატო იმუნიტეტი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ გამოძიება უნდა ჩატარდეს სიღრმისეულად და გამოძიება უნდა დაიწყოს გავრილოვზე განხორციელებული პროვოკაციის გამოძიებიდან.

ჩვენ ღიად ვამბობთ, რომ ეს იყო ბოკერიას პარტიის და „ქართული ოცნების" მიერ ერთობლივად დაგეგმილი პროვოკაცია პარლამენტში და სწორედ ამ პროვოკაციას მოჰყვა მოგვიანებით ვნებათაღელვა პარლამენტის წინ. ამდენად სამართლიანი იქნება, იმუნიტეტის მოხსნა სწორედ ბოკერიადან დაიწყოს, რომელიც გავრილოვზე განხორციელებული პროვოკაციის მთავარი ორგანიზატორია „ქართულ ოცნებასთან" ერთად, მაგრამ „ქართული ოცნება" ამ წუთებში მსჯელობს მხოლოდ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხზე, რაც ჩვენ არ მიგვაჩნია სამართლიანად, იმიტომ რომ ბოკერიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხი უნდა დადგეს დღს წესრიგში.

"ქართული ოცნება" ცდილობს გადაარჩინოს მისი მთავარი მოკავშირე და რეალური სატელიტი ბოკერიას სახით, ეს ჩვენ არ მიგვჩნია სამართლიან მიდგომად", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა მიმდინარეობს, სადაც პროკურატურისთვის დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრებაზე თანხმობის მიცემის საკითხს განიხილავენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე