გაეთრიე გარეთ, შე უზრდელო - ანრი ოხანაშვილი ლევან გოგიჩაიშვილს

საქართველო, თბილისი - 13:03 | 26.06.2019
ნანახია: 1507

თავი შეიკავე და გაეთრიე გარეთ, შე უზრდელო, - ასე მიმართა ანრი ოხანაშვილმა ლევან გოგიჩაიშვილს მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელმა დეპუტატმა საპროცედურო
საკითხთა და წესების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე შესვლისას კოლეგებს უთხრა, რომ მათზე გული ერევა.
"სხდომაზე იმიტომ შემოვედი, რომ გითხრათ, გული მერევა თქვენზე - ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა დეპუტატებს.
საპასუხოდ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გოგიჩაიშვილს უზრდელი უწოდა და ოთახიდან გასვლა მოსთხოვა.
"თავი შეიკავე და გაეთრიე გარეთ, შე უზრდელო" - მიმართა ოხანაშვილმა გოგიჩაიშვილს.
პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომამიმდინარეობს, სადაც პროკურატურისთვის დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრებაზე თანხმობის მიცემისსაკითხს განიხილავენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე