თბილისი გაცილებით მეტია ვიდრე 1,5-მილიონიანი საქართველოს ულამაზესი დედაქალაქი - ნიდერლანდების ელჩი

საქართველო, თბილისი - 12:54 | 26.06.2019
ნანახია: 693

თბილისი გაცილებით მეტია ვიდრე 1,5 -მილიონიანი საქართველოს ულამაზესი დედაქალაქი,- ამის შესახებ ნიდერლანდების სამეფოს ელჩი იოანეს დოუმა მიკრობლოგ „ტვიტერში“ წერს და ამ ჟესტით საქართველოს ტურიზმის სექტორს მხარდაჭერას უცხადებს.

„რჩეული დროსტარება ლისის ტბაზე, რამდენიმე კილომეტრის დაშორებით ჩემი სახლიდან. თბილისი გაცილებით მეტია ვიდრე 1,5-მილიონიანი საქართველოს ულამაზესი დედაქალაქი. #იმოგზაურეთსაქართველოში“,- წერს ნიდერლანდების სამეფოს ელჩი იოანეს დოუმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე