ვახტანგ კიკაბიძის გამონათქვამები ქართველი ნაციონალისტის მანტრაა - ალექსეი პუშკოვი

საქართველო, თბილისი - 12:45 | 26.06.2019
ნანახია: 713

რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსეი პუშკოვმა ქართველი მსახიობის ვახტანგ კიკაბიძის შეფასებას თბილისში მიმდინარე მოვლენებზე ქართველი ნაციონალისტის მანტრა უწოდა.

ვახტანგ კიკაბიძემ გამოცემა „მოსკოვსკი კომსომოლეცთან“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებმ მიიღო, ის რაც დაიმსახურა.

„მიჭირს გავაანალიზო ის, რაც ჩვენთან ხდება. მათ მიიღეს ის, რაც დაიმსახურეს, მხედველობაში მაქვს ხელისუფლება. ჩამოიყვანეს დეპუტაცია, დასვეს პარლამენტში რუსეთის წარმომადგენელი. ისტორიას ასეთი რამ არ ახსოვს! ყველაფერი სწორედ აქედან დაიწყო“, - განაცხადა კიკაბიძემ.

პუშკოვმა აღნიშნა, რომ მსახიობი ცდილობს გაამართლოს რუსეთის მიმართ მტრული დამოკიდებულება. მისი თქმით, მსახიობის გამონათქვამები „ქართველი ნაციონალისტის ჩვეულებრივი მანტრაა“.

„ის თქვენი მიმინო არ არის“, - წერს პუშკოვი მიკრობლოგ „ტვიტერში“.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე