თურქეთში ავტოავარიას საქართველოს 2 მოქალაქე ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 11:43 | 26.06.2019
ნანახია: 837

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში ტრაბზონთან ახლოს, ავტობანის ფაზარის მონაკვეთზე, ავარია მოხდა. გარდაცვლილია საქართველოს ორი მოქალაქე, ერთი კი კლინიკაშია გადაყვანილი.

უწყების ინფორმაციით, ის მძიმე მდგომარეობაშია და რიზეს საავადმყოფოში რჩება.

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპულები, ხულოს მკვიდრები არიან. ისინი მეზობელ ქვეყანაში, სავარაუდოდ, სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდნენ და 26 ივნისს, გვიან ღამით სახლში ბრუნდებოდნენ.

დაღუპული და დაშავებულები ერთი ოჯახის წევრები არიან. მიმდინარეობს გადმოსვენების პროცედურები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე