ოკუპანტის გამო საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ უნდა იჭერდნენ - ნიკა მელია

საქართველო, თბილისი - 11:37 | 26.06.2019
ნანახია: 708

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია პარლამენტში მივიდა.

როგორც მან თქვა, რუსი დეპუტატის გამო, საქართველოს არცერთ მოქალაქეს არ უნდ აიჭერდნენ.

"შავით თეთრზე ჩანს ყველაფერი და მიმაჩნია, რომ არათუ პოლიტიკოსს, არამედ საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ უნდა აპატიმრებდნენ იმ საქმის გამო, რომელიც ეხება ოკუპანტს. როდესაც შენ აპროტესტებ ოკუპანტთან მიმართებაში და მწვავე პროტესტი გაქვს და გეუბნებიან აქ რატომ გაბედე მოსვლა მრავალტანჯულ შენობაში რატომ ააფრიალე რუსეთის დროშა და რატომ აღკვეთე სხვა მოქალაქეებთან ერთად, რუსი ოკუპანტის გამო საქართველოს მოქალაქე რატომ უნდა დაიჭირო",- ამბობს მელია.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს პარლამენტს მიმართა მოუხსნას ნიკანორ მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება. პროკურატურას ნიკა მელიას დაკავება სურს. საგამოძიებო უწყება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე