ვასაძე იქნება, მელია თუ ტურა, ვინც გაბედავს სახელმწიფოს წინააღმდეგ რაიმე გადაცდომას, მთელი სიმკაცრით დაისჯება - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველო, თბილისი - 10:19 | 26.06.2019
ნანახია: 778

ნებისმიერი, ვასაძე იქნება, მელია თუ ტურა, ვინც გაბედავს სახელმწიფოს წინააღმდეგ რაიმე გადაცდომას, კანონსაწინააღმდეგოს და ანტიკონსტიტუციურს, ყველა, განურჩევლად მათი გვარისა, თუ პოლიტიკური გემოვნებისა, აბსოლუტურად მთელი სიმკაცრით იქნება დასჯილი, - განაცხადა "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემა "რეაქციაში", ბიზნესმენ ლევან ვასაძის დაანონსებულ კომბლების რევოლუციასა და ნიკა მელიას მისამართით გამოთქმულ ბრალდებაზე, რომ 20 ივნისს მან აქციის მონაწილეებს პარლამენტში შეჭრისკენ მოუწოდა.

"განსხვავება არის ის, რომ ამ ვაჟბატონმა, მელიამ პირდაპირ გაახმოვანა ხელისუფლების ძალადობრივი გზით ჩაგდების მათი გეგმა. ამ ადამიანმა და სხვებმა მასობრივ ძალადობას ორგანიზება გაუწიეს, ნუთუ, განსხვავებას ვერ ხვდებით? რაც შეეხება ბატონ ვასაძეს, მე, როგოც ვიცი, ამაზე სამინისტრომ პრევენციული რეაგირება მოახდინა და იგივე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ვინც არ უნდა იყოს, ეს იქნება ლევან ვასაძე თუ სხვა, ნებისმიირი მოქალაქე, თუ კონსტიტუციას გასცდება, აბსოლუტურად თანაბრად იქნება განხილული და რეაგირებული სახელმწიფოს მხრიდან", - განაცხადა ღარიბაშილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე