ვაშინგტონი ცდილობს ხელი შეუშალოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზებას - ლავროვი

საქართველო, თბილისი - 16:22 | 25.06.2019
ნანახია: 812

ვაშინგტონი ცდილობს ხელი შეუშალოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზებას, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. იუწყება რუსული სააგენტო „ტასი“.

 „ვშიშობთ, რომ ჩვენი ამერიკელი კოლეგები ცდილობენ ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ არ დაუშვან რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის ნორმალიზება“, - განაცხადა რუსმა მინისტრმა.

ლავროვმა აღნიშნა, რომ თბილისში მიმდინარე მოვლენებამდე რამდენიმე დღით ადრე თბილისში იმყოფებოდა ჯო ბაიდენის სახელობის ფონდის ხელმძღვანელი, რომელსაც საჯარო გამოსვლები ჰქონდა. ლავროვის თქმით, ფონდის თანამშრომელი საქართველოს მოუწოდებდა არ ჩაერთოს რუსეთთან ურთიერთობის განვითარებაში.

„ამიტომ ეს ასპექტი ყურადღების მიღმა არ უნდა დავტოვოთ“, - აღნიშნა ლავროვმა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე