თუ როგორ ექცევიან რუსებს საქართველოში, კარგად ჩანს ზურაბიშვილის განცხადებიდან, როცა ამბობს, რომ რუსეთი ოკუპანტია - ლავროვი

საქართველო, თბილისი - 15:31 | 25.06.2019
ნანახია: 918

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავრომა საქართველოს ხელისუფლების განცხადებაზე საქართველოს სტუმრების უსაფრთხოების შესახებ კომენტირებისას აღნიშნა, რომ სახელმწიფო დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვიც ამ ქვეყნის სტუმარი იყო.  

 „ჩვენ ვისმენთ საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებას, რომ ყველა სტუმარი უსაფრთხოდ არის. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბატონი გავრილოვი და მისი დელეგაციის წევრებიც სტუმრები იყვნენ ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით და ისინი თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობდნენ.

ის, თუ როგორ ექცევიან საქართველოში რუსებს, კარგად ჩანს ამ ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებიდან, როცა ამბობს, რომ რუსეთი მტერი და ოკუპანტია“, - განუცხადა ლავროვმა მედიას.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე