შინაგან საქმეთა მინისტრმა ქვეყანა დესტაბილიზაციას გადაარჩინა - დავით მათიკაშვილი

საქართველო, თბილისი - 15:16 | 25.06.2019
ნანახია: 769

დავით მათიკაშვილის თქმით, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ უკვე აიღო და ეს გამოიხატა პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომაში. რაც შეეხება შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას, მათიკაშვილი ამბობს, რომ მინისტრმა ქვეყანა დესტაბილიზაციას გადაარჩინა და ის არ უნდა გადადგეს.

"გიორგი გახარია არის შს მინისტრი, რომლის ხელმძღვანელობით მოხდა შესაბამისი ქმედებების განხორციელება და ამ ყველაფერმა ქვეყანას აარიდა იმ წარსულში დაბრუნება, რაც სურს ნაცმოძრაობას. ისინი ხელებს იფხანენ, ვერ სცილდებიან ამ იდეას, რომ ეს ქვეყანა კვლავ ჩაითრიონ იმ სისხლში, რომელსაც თვითონ ადუღებდნენ საქართველოში. ამას ვერ ეღირსებიან, რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ყველაზე დიდი პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო პარლამენტის თავმჯდომარემ, მიუხედავად იმისა, რომ მისი პირდაპირი ბრალეულობა არ არსებობს", - აცხადებს დავით მათიკაშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე