მხარდაჭერას ვუდასტურებთ პოლიციელებს, რომლებმაც არ დაუშვეს სახელმწიფოს დესტაბილიზაციის უფსკრულში ჩაძირვა - ვოლსკი

საქართველო, თბილისი - 14:28 | 25.06.2019
ნანახია: 741

უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას პოლიციელებს მხარდაჭერა გამოუცხადა. მისი თქმით, 20 ივნისის ტკივილს მთელი ცხოვრება ატარებს ქართველი ხალხი, თუმცა ახლა დროა, გონივრულად მოქმედება, რათა ოპონენტთა გამოცდილმა ორგანიზებულმა ჯგუფმა არ მოახდინოს ქვეყნის დესტაბილიზაცია.

„დღეს, ყველასთან ერთად, სრულ მხარდაჭერას ვუდასტურებთ პოლიციელებს და არა მხოლოდ იმისთვის, რომ არ დაუშვეს რევოლუციური სცენარის განვითარება და სახელმწიფოს დესტაბილიზაციის უფსკრულში ჩაძირვა, არამედ ყოველდღიური საქმიანობისათვის, რასაც ჩვენი უსაფრთხოების სადარაჯოზე დგომა ჰქვია. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ძალის გადამეტებას რაიმე გამამართლებელი საბუთი არ გააჩნია, მითუმეტეს როდესაც ეს ადამიანის ჯანმრთელობის სერიოზული ზიანის მომტანია. ამ ფიზიკური ზიანის ტკივილს მთელი ცხოვრება ატარებს ქართველი ხალხი, საზოგადოება, გნებავთ დაზარალებულის და გნებავთ პოლიციელების ოჯახები. სერიოზული ფიზიკური დაზიანებები მიიღეს მათაც - 80-ზე მეტი პოლიციელია დაზიანებული. მოკლედ, მთელი საზოგადოება დაზარალდა მორალურად, ფიზიკურად, პოლიტიკურად, ეკონომიკურად. გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე, მანდატი დატოვა დეპუტატმა. ახლა გვმართებს ძალების და გონების მოკრება იმისათვის, რათა ქვეყანა არ ჩავძიროთ ქაოსში და დესტაბილიზაციის სისტემას არ დავუჭიროთ მხარი, რომ რომელსაც ჩვენი ოპონენტების საკმაოდ გამოცდილი და ორგანიზებული ჯგუფი აპირებს“.- განაცხადა გია ვოლსკიმ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე