დღეს ხელისუფლებაში არის ბევრი დამნაშავე, მაგრამ იმ ღამეზე პასუხისმგებლობა ეკისრება გახარიას - სერგო რატიანი

საქართველო, თბილისი - 14:00 | 25.06.2019
ნანახია: 816

გახარია არის დამნაშავე, დღეს ხელისუფლებაში არის ბევრი დამნაშავე, მაგრამ იმ ღამეზე პასუხისმგებლობა ეკისრება გახარიას, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა.

„ერთადერთი საკითხი, რაზეც შეიძლება მსჯელობა ყოფილიყო დღეს სესიაზე, ეს არის გახარიას პასუხისმგებლობა. ამას მოითხოვს აქცია, ამას მოითხოვს პროტესტი და გარდა ამისა, გახარია არის დამნაშავე. დღეს ხელისუფლებაში არის ბევრი დამნაშავე, მაგრამ იმ ღამეზე პასუხისმგებლობა ეკისრება გახარიას. ჩვენ ეს საკითხი უნდა დაგვეყენებინა და თუ მსჯელობა იქნებოდა სხვა მიმართულებებზე სოფის მეურნეობაზე, განათლებაზე და ა.შ. ჩვენ დავტოვებდით სესიას. დღეს არაადეკვატურია პარლამენტი.

პარლამენტმა უნდა უპასუხოს მარტივ კითხვას, გახარიას, როგორც მინისტრს, საერთოდ აქვს თუ არა უფლება, ილაპარაკოს პარლამენტში. რას ჰქვია მოვა გახარია, მაშინ მკვლელი შემოვუშვათ პარლამენტში და დაიწყოს ახსნა. იმ დღეს მან ჩაიდინა დანაშაული და უნდა გადადგეს“, - განაცხადა სერგო რატიანმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე