თქვენი ე.წ. პოლიტელიტა შიდა კოაბიტაციაში რომ არის ამ სადისტური პარტიის წარმომადგენლებთან, ვერ ხედავთ? - ადა მარშანია უმრავლესობას

საქართველო, თბილისი - 13:39 | 25.06.2019
ნანახია: 636

თქვენი ე.წ. პოლიტელიტა თქვენს ზურგს უკან ძალიან ბევრ მოლაპარაკებებსა და შიდა კოაბიტაციაში რომ არის ამ სადისტური პარტიის წარმომადგენლებთან, ამას ვერ ხედავთ? - საქართველოს პარლამენტის სხდომაზე „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ადა მარშანიამ უმრავლესობის წარმომადგენლებს მიმართა.

„თქვენი ე.წ. პოლიტელიტა თქვენს ზურგს უკან ძალიან ბევრ მოლაპარაკებებსა და შიდა კოაბიტაციაში რომ არის ამ სადისტური პარტიის წარმომადგენლებთან, ამას ვერ ხედავთ? რამდენჯერ უნდა დარწმუნდეთ ამაში. აგერ უკვე თვალების ამოთხრამდე მივიდა საქმე. რა შეგიკვეთათ ბატონო ზოიძევ ხალხმა, პროპორციული არჩევნები? თვალის გამოთხრის შემდეგ ეს მიეცით? შვიდი წელია, ათეულობით ადამიანი გამოდის ჩვენს მოედნებზე და ამას ვითხოვთ, ომი იყო საჭირო პარლამენტის კედლებთან, ეს რომ დაკმაყოფილებულიყო? მაშინ გაეხსნა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, თქვენს ბელადს გონება? თუ ეს არის აშკარა პროვოკაცია, რაც ამ დარბაზში მოხდა. გადავსებულია პარლამენტი „ნაციონალური მოძრაობის“ სადისტებით. როგორ და რანაირად მოვიდა აქ გავრილოვი, თქვენთან მოიკითხეთ“, – განაცხადა ადა მარშანიამ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე