მე ვიყავი პირადად ის ადამიანი, ვინც გიჟივით მოვვარდი ამ დარბაზში და იმ წამსვე ჩავშალე სხდომა - მამუკა მდინარაძე

საქართველო, თბილისი - 13:29 | 25.06.2019
ნანახია: 797

მოვიბოდიშეთ ათასგზის ამ დღეების განმავლობაში იმ ძალიან ცუდ შეცდომაზე რაც ამ დარბაზში მოხდა და რაც არ უნდა მომხდარიყო, - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, „ქართულ ოცნება“ პირველი იყო ვისაც ამაზე რეაქცია ჰქონდა.

„პირველები ჩვენ ვიყავით ამაზე რეაგირება ვინც მოაყოლა და მე ვიყავი პირადად ის ადამიანი, ვინც გიჟივით მოვვარდი ამ დარბაზში და ირაკლი კობახიძესთან, პარტიის თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებით, უმრავლესობის ლიდერთან შეთანხმებით, იმ წამსვე ჩავშალე სხდომა, მოვედი თუ არა. ეს იყო ჩვენი რეაქცია და საღამოს არც ერთი რუსეთის დუმის დეპუტატი არ იყო თბილისში. ეს იყო ჩვენი რეაქცია, მაგრამ ნაციონალურ მოძრაობას შეუძლებელია ეს დაენახა. ვერ არა, არ დაინახავდა და ამაზე რეაგირება იცით რა მოაყოლეს? გარეთ გამოსული ადამიანები, ახალგაზრდები უმეტეს წილად, იმათი ემოცია მართეს, ნაწილის, სამწუხაროდ.ძალიან დიდი ნაწილი სახლში წავიდა მაგათი სახეები, რომ დაინახა, ისე, რომ საღამოს რა შედეგებიც მივიღეთ ნახეთ და ახლა, როდესაც ერთი სიტყვა ვთქვი, ერთი ფრაზა, პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, რა გამოიწვია ამან ძალიან კარგად ნახეთ. არ უნდათ ამათ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღონ, არც სამართლებრივი მით უმეტეს. რაში ჭირდებათ და რისი თავი აქვთ ამათ, რომ რაიმე სახის პასუხისმგებლობა აიღონ. ამათ ჭირდებათ მხოლოდ ობსტრუქცია, მხოლოდ გადატრიალება, მხოლოდ ავტოკრატიის იმედის დატოვება და ამის შანსის არ მოკვლა. ხომ ნახეთ ყველამ, რომ გუშინ ჩავარდნენ შოკში და რითი იყო იცით ეს შოკი გამოწვეული? გუშინდელი ჩვენი გადაწყვეტილებით იმიტომ, რომ ასეთი არჩევნების პირობებში, შეუძლებელია მათ ილუზია დარჩეთ, რომ როდესმე მარტო ისინი იქნებიან ხელისუფლებაში და ჩავარდნენ ამის გამო შოკში. სხვანაირად არ შეუძლიათ.ამათმა ხალხი უნდა დახოცონ, გვამები უნდა უნდოდეთ აქციაზე, უბედურებები უნდა დაატრიალონ, რომ რაღაც აზრი ჰქონდეს მათ პოლიტიკურ ცხოვრებას და საერთოდ ცხოვრებას“, - განაცხადა მდინარაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე